ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინალევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც მსახიობის პიროვნულ დახასიათებას ეხება. ჯიბღაშვილის უფლებადამცველის, ანა კოტეტიშვილის თქმით, რადგან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, დღევანდელ პროცესზე, სასამართლომ ყველა მტკიცებულება უდაო გახადა.

-ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდაოდ მივიჩნიეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მსახიობი, ლევან ჯობღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას მას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს.

ჯიბღაშვილს ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.