6-საათიანი დაკითხვის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა. მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ღირსების მარშის ჩატარების შემთხვევაში ექსცესები არ მოხდება.
-ვერ ავიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. მე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პოლიციელი იქ მოსულ მამაოს არ ესვრის? მინახავს მე პოლიციელის მიერ კისერში დაჭრილი მამაო… ჩვენ ვართ ჩამორჩენილები და ვერ ვიღებთ ჰომოსექსუალიზმს. ამის გამო ხომ არ უნდა გადაგვიარონ როდიონოვივით?, – აცხადებს ფალავანდიშვილი ჟურნალისტებთან.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მარში გაიმართება. მათი მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ.
პრაიმტაიმი

