დედა კაზინოდან შვილის გამოყვანას ცდილობდა – ხმაური მარნეულში

დედა კაზინოდან შვილის გამოყვანას ცდილობდა - ხმაური მარნეულშიმარნეულში დედა ერთ-ერთი კაზინოდხან შვილის გამოყვანას ცდილობდა, რასაც დაცვის თანამშრომელთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს ქალი შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ახალგაზრდა მამაკაცი და დედა კი მოგვიანებით პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მარნეულის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  აზატ ქარიმოვის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები მარნეულში ხშირია.

-ჩვენ რომ მოვედით, ქალბატონი უკვე ძირს გონებადაკარგული იწვა. როცა გავარკვიეთ, თუ რა მოხდა, გვითხრეს, რომ ეს ქალბატონი თავისი შვილის კაზინოდან გამოყვანას ცდილობდა. სლოტ-კლუბის დაცვის წევრმა მას ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. ეს არ არის მარნეულში პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველ ღამით ხდება.

ამ ინციდენტის დროს აქ ასობით ადამიანი შეიკრიბა და ყველა სწორედ კაზინოების წინააღმდეგი იყო. ისინი ერთხმად აპროტესტებდნენ კაზინოების ფუნქციონირებას. ეს უბედურება მარნეულის მთელ მოსახლეობას აწუხებს,- განაცხადა ქარიმოვმა.

ნიუპოსტი