,,დაღუპულები ქართველები არიან” – ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა

,,დაღუპულები ქართველები არიან" - ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდაყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის შესახებ „პრაიმტაიმი“ ყაზბეგის გამგებელს დაუკავშირდა.

როგორც გამგებელი აცხადებს, ბორტზე სამი ადამიანი იყო და სამივე მათგანი გარდაიცვალა.

-ეს ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნის, გარდაცვლილები ქართველები არიან, საბედნიეროდ, ბავშვები არ ყოფილან, – აცხადებს გამგებელი.

ვინაობის გასაჯაროებისგან კი ჯერჯერობით თავს იკავებენ.

პრაიმტაიმი