,,ბავშვი არის გაგუდული, დედამ პოლიციაში თვითონ დარეკა” – 3 თვის ჩვილის გარდაცვალების დეტალები

,,ბავშვი არის გაგუდული, დედამ პოლიციაში თვითონ დარეკა" - 3 თვის ჩვილის გარდაცვალების დეტალებიჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე პოლიციამ გამოიძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

მეზობლების განცხადებით, ბავშვის დაღუპვის შესახებ პოლიციას თავად მშობელმა შეატყობინა. მეზობლების თქმით, იმ დროს, როდესაც დედა სააბაზანოში იმყოფებოდა, ბავშვი სავარაუდოდ კრუნჩხვებში ჩავარდა და დაიღუპა. ახლობლების თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.
-ეძინა ბავშვს და ბანაობდა დედა, რომ გამოვიდა, ნახა ამ მდგომარეობაში. თავს იკლავს ტირილით, ნახეთ, გოგო რა დღეშია. სხვა არავინ იყო სახლში. რომ ნახა ბავშვი, იყო გაგუდული, ჩაბრუნებული ლოგინში. პოლიციაში თვითონ დარეკა, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ნიუპოსტი