ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.
საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა და მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, სადაც ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
რუსთავი 2


