წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ჯიმასტაროში მაშველები 68 წლის კაცს ეძებენ.
ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი 10 დღის წინ სათევზაოდ წავიდა, იმის შემდეგ კი არავის უნახავს.
ერთ კვირაზე მეტია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 კაციანი ჯგუფი 24 საათიან მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებენ სანაპიროს მონიტორინგს დრონით და ძრავიანი ნავით.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ასევე აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები.
ჯერჯერობით ნანახია ნავი და ტანსაცმელი.
ნათესავების თქმით, სავარაუდოდ უბედური შემთხვევა გულის შეტევის გამო მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ტოპნიუსი

