,,წიხლით არიან ნაცემები, გოგოს სახეში აქვს გარტყმული” – ჩხუბი და სროლა კაფე-ბარში

,,წიხლით არიან ნაცემები, გოგოს სახეში აქვს გარტყმული" - ჩხუბი და სროლა კაფე-ბარშიხმაური და სროლა რუსთავში. ერთმანეთს კაფე-ბარ ,,შარკის” დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გარდა ამისა, დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა. დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა.ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

-ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს სამმა დაცვამ. მივიდნენ და ბიჭები მაგრად სცემეს და მერე გოგოც.  ბიჭები ვიცი, რომ წიხლით არიან ნაცემები და სახეშიც ურტყამდნენ, გოგოს აქვს სახეში გარტყმული. ბოლოს გასროლა მოხდა, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ნიუპოსტი