ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ სუფსასთან მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.
გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ნიუპოსტი

