სტრასბურგში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ემიგრანტის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.
,,ჯაბა! ეს ხომ საშინელებაა შენი არყოფნა! რამხელა მოუშუშებელი ტკივილი ხარ ყველასთვის, ჩემო კეთილო ბიჭო. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი.” – წერს დაღუპულის ახლობელი.
,,ჯაბა, ჩემო კარგო, რა საშინელებაა, როგორ მეწყინა. საცოდავი დედაშენი… ერთადერთი შენ ჰყავდი და რა ეშველება… ვუსამძიმრებ ლუარა მასწავლებელს, ღმერთმა მისცეს გამძლეობა”, – წერს ჯაბას მეგობარი.
,,ვაიმე, ჯაბა, ვერ ვიჯერებ. როგორი იმედით ტოვებდი საქართველოს, მომავლის გჯეროდა” – წერენ დაღუპულის მეგობრები სოციალურ ქსელში.
32 წლის ჯაბა უბილავა სტრასბურგში, მოტოციკლით რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელს გადაჭარბებული სიჩქარით შეასკდა და ბორბლებ ქვეშ მოჰყვა.
ნიუპოსტი

