საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლამდე მამაკაცმა, შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია მისი მეუღლეც, რომელიც ავადმყოფობის გამო, ლოგინად იყო ჩავარდნილი.
მამაკაცმა ცეცხლსასროლი ირაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.
შემთხვევის ადგილზე ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ირკვევა, რომ 85 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრებისა და მეზობლების დახოცვის შემდეგ ის მოკვლით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
პრაიმტაიმი

