აღაიანში 7 თვის ბიჭუნას მკვლელობაში ბრალდებულ დედას 16 წლის მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიცილაურად წარედგინა.. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ელის.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა პრაიმტაიმთან განაცხადა, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.
-დამატებითი დეტალები არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ.რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, – განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.
აღაიანში მონხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრაიმტაიმი, ავტორი მახო მიქელაძე

