საბერძნეთში მოკლული ქეთი სუთიძე საბერძნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.
შემთხვევა 15 მაისს ათენის გარეუბან კალითეაში მოხდა. საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სუთიძის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძეა, რომელიც საბერძნეთში პატიმრობაშია. ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას საქმის გამოძიების პროცესში ახალი დეტალებისა და მკვლელობის სავარაუდო მიზეზის შესახებ.
ბერძენი სამართალდამცველების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ყოფილი მეუღლის ეჭვიანობა გახ
და. ,, 7 თვის ფეხმძიმე უცემია, ქეთი ამას ბავშვების გამო მალავდა”, – საბერძნეთში მოკლული გოგონა ყოფილი მეუღლისგან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ქეთი სუთიძე ნაქირავებ ბინაში 15 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა იმ გარემოებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ქალი საკუთარ საცხოვრებელში იყო ჩაკეტილი – ქამრით გაგუდული. სწორედ ამ გარემოების გამო და ასევე, მეზობლების ჩვენებებზე დაყრდნობით, პოლიციელებმა ეჭვი ყოფილ მეუღლეზე მიიტანეს. გაირკვა, რომ შალვა ქათამაძეს ყოფილი მეუღლის ბინის გასაღები ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს ხშირად სტუმრობდა. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 მაისს და 13 მაისსაც იყო მისული და სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმოდა.
მკვლელობის დღეს ქეთი სუთიძემ შვილები წაიყვანა სკოლაში და დაბრუნდა კალითეაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მივიდა შალვა ქათამაძე. მათ შორის მოხდა მწვავე დაპირისპირება. ქათამაძემ საწოლზე დააბა ყოფილი მეუღლე, მოიხსნა ქამარი და გაგუდა. შემდეგ ცხედარს დააფარა საბანი, კარები გარედან ჩაკეტა და გაუჩინარდა.
ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, დაკავებული შალვა ქათამაძის დედამ, ანუ მოკლულის დედამთილმა და მულმა უარი განაცხადეს, რომ ბავშვები დედის დაკრძალვას დასწრებოდნენ. მეურვის, ამ შემთხვევაში მამის ნებართვის გარეშე, ისინი საბერძნეთს ვერ დატოვებენ. ბავშვები ამჟამად საბერძნეთში მამიდასთან იმყოფებიან.
ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში გარდავლილი ქალია მეგობარი ყვება ქეთი სუთიძისა და შალვა ქათამაძის თანაცხოვრებაზე, მათ ოჯახში მომხდარ კონფლიქტებსა და სხვა დეტალებზე.

