პროკურორი: ,,არაერთი მტკიცებულებაა იაგო ნებიერიძის გამამტყუნებელი განაჩენისთვის”

პროკურორი: ,,არაერთი მტკიცებულებაა იაგო ნებიერიძის გამამტყუნებელი განაჩენისთვის"გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე განაჩენი 27 მაისს გახდება ცნობილი.
საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში ყურადღება ყველა იმ მტკიცებულებაზე გამახვილდა, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი.
-ბრალდებულ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობა მოვითხოვეთ წარდგენილ ორივე ბრალდებაში. ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია, – განაცხადა გუგუტიშვილმა.
ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.