,,პილოტი ნასვამი იყო, პირჯვარს ვიწერდით” – რა სახელდება შერემეტიევოს ტრაგედიის მიზეზად

,,პილოტი ნასვამი იყო, პირჯვარს ვიწერდით" - რა სახელდება შერემეტიევოს ტრაგედიის მიზეზადმოს­კო­ვის ,,შე­რე­მე­ტი­ე­ვოს” აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას 41 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი ბავ­შვია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, აე­რო­პორ­ტში სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბი­სას ,,აერ­ოფ­ლო­ტის” თვითმფრი­ნავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მგზავ­რე­ბი ლა­ი­ნე­რი­დან გა­მოს­ვლას სა­ა­ვა­რიო გა­მო­სას­ვლე­ლით ცდი­ლობ­დნენ.

ბორტზე 73 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. 33 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი გა­დარ­ჩა. 5 ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ,,აერ­ოფ­ლო­ტის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა ზუს­ტი მი­ზე­ზი არ და­ა­სა­ხე­ლეს.

რუ­სულ მე­დი­ა­ში ტრა­გე­დი­ის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ,,მფრი­ნა­ვებ­მა და დის­პეტ­ჩე­რებ­მა, ასე­ვე იმ პი­რებ­მა, ვი­საც თვითმფრი­ნა­ვის შე­მოწ­მე­ბა ევა­ლე­ბო­და, ის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ა­მოწ­მეს. კი­დევ ერთ ვერ­სი­ად თვითმფრი­ნა­ვის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და ცუდი მე­ტე­ო­რო­ლი­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა”.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, იმ დროს, რო­დე­საც ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­მაც ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბიც გა­მო­იწ­ვია. არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი. მათი გან­მარ­ტე­ბით, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა 18:30 სა­ათ­ზე მოხ­და, სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და ად­გილ­ზე 18:32 სა­ათ­ზე იყო, 18:40 წუთ­ზე კი ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა მოხ­და. მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ნა­წი­ლი ზღა­პარს უწო­დებს და აცხა­დე­ბენ, რომ ,,ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია სწო­რედ იმ მცი­რე დრო­ის გარ­ღვე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა”.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სის­ტე­მუ­რი კო­რუფ­ცი­ი­სა და შორს წა­სუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. მა­თი­ვე თქმით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტე­ბი რუ­სე­თი­დან გარ­ბი­ან.

ამის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ შარ­შან წერ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, რო­მელ­თა ცნო­ბი­თაც, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, რუ­სე­თი­დან უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი პი­ლო­ტე­ბის ნა­კა­დი რო­გორ­მე შე­ა­კა­ვონ. თუმ­ცა პი­ლო­ტებს არ სჯე­რათ მათი და ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბი­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეძე­ბენ სამ­სა­ხურს.

კომერსანტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-ზე მეტ­მა ფრე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა და პი­ლოტ­მა და­ტო­ვა რუ­სე­თი. 400-ზე მეტი კი წას­ვლის პრო­ცეს­შია. მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ ჩი­ნეთს მი­ა­შუ­რა, ნა­წი­ლი კი – ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში წა­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ნას­ვა­მი პი­ლო­ტე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის გამო 2017 წელს ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნო­ნი გა­ამ­კაც­რა, ვი­თა­რე­ბა მა­ინც ვერ გა­მოს­წორ­და.

,,უნი­ვერ­სტე­ტი მოს­კოვ­ში და­ვამ­თავ­რე. მე და ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში ვართ გა­ფან­ტუ­ლი, ყო­ველ წელს პა­რიზ­ში ვიკ­რი­ბე­ბით. ამას წი­ნა­თაც გავფრინ­დით. პა­რიზ­ში რომ დავფრინ­დით, პირ­ჯვარს ვი­წერ­დით, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ მთა­ვა­რი პი­ლო­ტი მთვრა­ლი იყო. სტი­უ­არ­დე­სებ­მა პა­სუ­ხი არ გაგ­ვცეს. შემ­დეგ ერთ-ერ­თმა გამ­ცი­ლე­ბელ­მა ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით თქვა, ჩვე­ნი პი­ლო­ტი ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ნას­ვა­მი უკეთ მარ­თავს, ვიდ­რე ფხი­ზე­ლიო…” – ამ­ბობს ამბები.ჯი – სთან სა­უ­ბარ­ში მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მზია ერის­თა­ვი.

,,რუ­სულ მე­დი­ას რა­საც ეტყვი­ან, იმას და­წე­რენ, არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, რო­მელ­საც ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლე­ბი წე­რენ ბლო­გებ­ში, თვითმფრი­ნა­ვის შასი (თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლი, რომ­ლი­თაც იგი მოძ­რა­ობს აე­როდ­რომ­ზე) და­საფ­რენ ბი­ლიკს წა­მო­ე­დო, რა­მაც ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია… ამას ემა­ტე­ბა გა­უ­მარ­თა­ვი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი. გა­სულ წელს, არა­ერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ოღონდ პი­ლო­ტებ­მა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­რო­მა შეძ­ლეს…” – ამ­ბობს  ად­გი­ლობ­რი­ვი ვიქ­ტორ კონ­და­კო­ვი.

ამბები.ჯი