მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა.
Co.Mode by Nini Badurashvili – ამ ბრენდით ნინის შექმნილი სამოსი მაღაზია „ქომოდშიც“ იყიდება და მათი შეძენა გამოწერითაც შეიძლება.
ნინი ბადურაშვილი პრაიმტაიმთან ყვება:
– დიზაინერი არ ვარ, ვერ დავიბრალებ და ამაზე პრეტენზია არც მაქვს. არის პრაქტიკა, რომ ცნობილი სახეები თავის ხაზს უშვებენ, კოსმეტიკური იქნება ეს თუ – ტანსაცმლის. ხშირად მისვამენ კითხვას, ეს კაბა სად შეიკერე, ეს ქვედაბოლო სად შეიძინეო?.. „ქომოდი“ დიდი ხანია ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობს. „პრაიმშოუში“ მეცვა მათი შექმნილი სამოსი, მაყურებელს მოეწონა და გადავწყვიტე, მეც მეთანამშრომლა.
ლუქებიდან რაც მომწონს, ჩემი გემოვნებით ვაწყობ, გადავაკეთებ, გადმოვაკეთებ. ფასები? ნორმალურია, ჩვენს ბაზარს მორგებული. საშუალოდ კაბა 170 ლარი ღირს. ზოგი მწერს, ძვირიაო. ეს გავითვალისწინე და ახალ კაბას დავაკელი ფასი. ახალი ვარ ბაზარზე და ვეცნობი, რამდენად გადამხდელუნარიანია ქართველი მომხმარებელი..,
ჩემი და ეკას (ნინის დედა, ეკა კახიანი) გემოვნება ემთხვევა. ვიცი, რომელი კაბებიც მოსწონს და აუცილებლად ვაჩუქებ.
ავტორი თამარ გონგაძე, პრაიმტაიმი


