,,იმედის კლინიკა” ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს

,,იმედის კლინიკა" ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს„იმედის კლინიკა“ ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზებს ასახელებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ის მშობიარობის შემდგომი გართულებით არ გარდაცვლილა.

„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია.

ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა.

ნინოს გოგონა – ბარბარე ამ დრომდე „იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა! ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება’, – ნათქვამია „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილით გულის უკმარისობით გარდაიცვალა ჟურნალისტი, „ბიბლუსის“ მარკეტინგის თანამშრომელი, ნინი ჯაფარიძე. ნინიმ რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი, ბარბარე გააჩინა და მას შემდეგ სიკვდილს ებრძოდა.