ესპანეთში, ქალაქ ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ, როდესაც მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეითრია.
ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, მესამე კი დინებამ გაიტაცა.
მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში მიაგნეს კიდევაც, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ინფო რუსთავი

