,,არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა” – ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს

,,არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა" - ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს,,საქართველოში მართლა არ ვიქნები, მგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანის ჩაგვრა”, – როგორც ნეტგაზეთს მომღერალმა ნინო ქათამაძემ განუცხადა,  17 მაისს სამების ტერიტორიაზე ,,ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

რას ნიშნავს ნინო ქათამაძისთვის 17 მაისი?
ძალიან რთული მომენტია ჩემს შემთხვევაში და ნებისმიერი არტისტის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ თვითონ ეკლესიის მხრიდანაც სხვა ნაბიჯი შეუძლებელი იქნებოდა. თავის მხრივ, ფიქრობენ, რომ სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენთვისაც, ვფიქრობ, რომ ოჯახის სისწმინდესთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე. ვფიქრობ, ეკლესია, თავის მხრივ, ცდილობს, რომ დაალაგოს ურთიერთობა და ქადაგებდეს ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მე მართლაც მივდივარ, არ ვიქნები საქრთველოში, მაგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა”, – განუცხადა ნინო ქათამაძემ ნეტგაზეთს.
17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანი”.

ნეტგაზეთი