85 წლის კაცი შვილს ქონებას ედავებოდა – ,,საწყლებს შვილიც არ ჰყავდათ, მკვლელობა წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული”

85 წლის კაცი შვილს ქონებას ედავებოდა - ,,საწყლებს შვილიც არ ჰყავდათ, მკვლელობა წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

ყან­და­უ­რე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 წლის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ, შვილს და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ბას­რი ია­რა­ღით სხე­უ­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და დაჭ­რა, თუმ­ცა მა­შინ ოჯახს ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის­თვის არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია. ახლა კი მო­რიგ კონ­ფლიქტს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვა – 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი და რძა­ლი, ასე­ვე ძმის ცოლი და ძმის­შვი­ლი მოკ­ლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამბები.ჯი-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, მამა-შვილ გამ­ყრე­ლი­ძე­ებს შო­რის მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი იყო, რის გა­მოც ბოლო ერთი წე­ლია მოკ­ლუ­ლი და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე მე­უღ­ლეს­თან, ლელა ბო­რაშ­ვილ­თან ერ­თად მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი­დან ცალ­კე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი შვილს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გამო ედა­ვე­ბო­და.

-ამ ბიჭს მა­მას­თან სულ ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი და რო­გორც ვი­ცით, ეს უძ­რავ ქო­ნე­ბას ეხე­ბო­და. ბიჭი ცოლ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბით ირ­ჩენ­დნენ თავს, სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­დათ. სა­წყლებს, შვი­ლიც არ დარ­ჩათ… ალ­ბათ წი­ნას­წარ ნა­ფიქ­რი ჰქონ­და ამ კაცს მკვლე­ლო­ბა, რად­გან ავად­მყო­ფო­ბა მო­ი­გო­ნა, შვი­ლი და რძა­ლი და­ი­ბა­რა… სულ აგ­რე­სი­უ­ლი იყო და არც კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სო­ფელ­ში, – გა­ნა­ცხა­დეს ყან­და­უ­რას მცხოვ­რებ­ლებ­მა.

ოჯახ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს ადას­ტუ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი ლელა ბო­რაშ­ვი­ლის დედა, ნინო სო­როზ­ნიშ­ვი­ლიც:

-კონ­ფლიქ­ტი სულ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი სულ მი­მა­ლავ­და… დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ჩემს ქა­ლიშ­ვილს შვი­ლი არ ჰყავ­და და ასე გა­ა­უ­ბე­დუ­რეს. მა­მამ­თილ­მა მოკ­ლა, მი­ზე­ზი არ ვიცი. ამ კაცს არა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა არ ჰქონ­და, – გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ.

სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის მა­მა­კა­ცის მიერ მოკ­ლუ­ლი ოთხი­ვე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის კა­ხე­თის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ცხედ­რებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ცე­დუ­რა გვი­ან ღა­მემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მოკ­ლუ­ლებს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ შვილს, რძალს და ორ ნა­თე­სავს, რომ­ლე­ბიც მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა თა­ვი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში. მა­მა­კაც­მა თა­ვის არე­ში დაჭ­რა, მე­უღ­ლე 76 წლის ელი­კო გამ­ყრე­ლი­ძეც, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფო­ბის გამო სა­წოლ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. დაჭ­რი­ლი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ის თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამბები.ჯი