ოჯახის სიწმინდის დღეს არც თამრიკო ჭოხონელიძე იმღერებს

ოჯახის სიწმინდის დღეს არც თამრიკო ჭოხონელიძე იმღერებს,,რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 17 მაისს, ,,ოჯახის სიწმინდის დღეს” დაგეგმილ კონცერტში თამრიკო ჭოხონელიძე მონაწილეობას არ მიიღებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ ჭოხონელიძემ მათთან სატელეფონო საუბრისას თქვა.

,,ბოლო პერიოდში ატეხილმა ძალიან დიდმა ალიაქოთმა და სიგნალებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაპირისპირებას უკავშირდება, ძალიან გამაღიზიანა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყველა დღე ოჯახის სიწმინდის დღეა და თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი, ერთ მხარესაც თუნდაც და მეორე მხარესაც, მე აი, ამას გავაპროტესტებ, – აცხადებს ჭოხონელიძე.

კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი ,,შვიდკაცა”. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.

გუშინ, პირველ მაისს კონცერტის ორგანიზატორმა, მოძრაობა ,,დავითიანნმა” ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.

ონ.ჯი