ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლაზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

,,ტოპნიუსს” თვითმხილეველებმა განუცხადეს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე სავალი გზიდან გადავარდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიუება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტოპნიუსი