გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დღეს ავარია მოხდა.
“ნიუპოსტის” ცნობით, ერთმანეთს “ნისანის” და “ოპელის”’მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის, 21 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

