5 აპრილს კომპოზიტორსა და დირიჟორს, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ,,ბიგ-ბენდის” ხელმძღვანელს, მთავარ დირიჟორს, გივი გაჩეჩილაძეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
მუსიკოსის უმცროსი ქალიშვილი, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ ჩემი უსაყვარლესი მამიკოს ვარსკვლავი გახსნეს ფილარმონიის წინ! გილოცავ, მა! ბოდიში, რომ არ ვიყავი გუშინ, მაგრამ მალე ჩამოვალ და ჩაგეხუტები! მადლობა ყველას, ვინც გაახარა მამა! ბატონ გაიოზ კანდელაკს, კახა მარკოზაშვილს, თბილისის მერიას, საქართველოს კულტურის პალატას! მადლობა ყველას! მიყვარხარ და ვამაყობ, მა! გილოცავ“ – წერს მომღერალი.
თაკო გაჩეჩილაძე ქმართან, ბულგარელი მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორთან, ბორის მილანოვთან ერთად ვენაში ცხოვრობს. მათ ცოტა ხნის წინ გოგონა შეეძინათ.

