სალომე მდივანი დიდი მუცლით და შეცვლილი იმიჯით

სალომე მდივანი დიდი მუცლით და შეცვლილი იმიჯითმომღერალმა სალომე ქათამაძემ, რომელიც პროექტ ,,ახალი ხმის” გამარჯვებულია, თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ის მამინაცვლის გვარზე გადავიდა და მდივანი გახდა, გაემგზავრა ამერიკაში, ძალიან გახდა, იმიჯი შეიცვალა, ახლახან კი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ორსულად არის.

სალომეს მამა ანჩისხატის დეკანოზი ნოდარ ქათამაძე 7 თვე დაპატიმრებული იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2016 სალომე მდივანი დიდი მუცლით და შეცვლილი იმიჯითწელს მან ქალიშვილზე ,,სარკესთან” ისაუბრა.

– ციხიდან მასთან კონტაქტი გქონდათ?

– როგორ არა. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია. ამ დილითაც დამირეკა და ვერ ველაპარაკე, ტიროდა. რა თქმა უნდა, ერთმანეთს მოვეფერეთ ისე, როგორც მამა შვილს და შვილი მამას უნდა ეფერებოდეს.

– სალომე თქვენზე განაწყენებული იყო…

– შეუცდომელი ღმერთია.

მან გვარი შეიცვალა და მამინაცვლის გვარი აიღო, მდივანი გახდა. ეს ამბავი როგორ მიიღეთ?

– რაც თქვა, არ ქნა. მერჩივნა, არ ეთქვა და ექნა. მას გვარი ოფიციალურად არ შეუცვლია. ეს როგორ არ მეწყინა, მაგრამ გვარი შეიცვალოს კი არა, სულ რომ ყირაზე დადგეს, მაინც ჩემი შვილია. პავლე მოციქული ბრძანებს, სიჭაბუკეს ჩემსას ნუ მოიხსენებ, უფალოო. სალომე სულ რომ ჯეიმსონის გვარზე გადავიდეს, ჩემი შვილი, ჩემი ხორცი და ჩემი ნაყოფია.

სალომე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ყვებოდა:

-მდივანი ჩემი მამის გვარია, რომელიც არის დედაჩემის მეუღლე, ალექსანდრე მდივანი, იგივე კუკა. მან ჩემზე მთელი ცხოვრება იზრუნა, გამზარდა, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ყველაზე მეტად ვისგანაც ვიგრძენი მამობრივი სითბო, ეს ის ადამიანია. დაახლოებით 16-18 წელია, რაც მამობას მიწევს.

მამაჩემი ძალიან იშვიათად მნახულობდა, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ… ის ჩემი ბიოლოგიური მამაა. მაგრამ შეიძლება ცრემლები წამომივიდეს იმ დროს, როცა კუკა ჩემზე ზრუნავს, იმდენად ბედნიერი ვარ. ის ამბობს, რომ მე მისი შვილი ვარ.

ნამდვილ მამას ალბათ უნდა გაუხარდეს ის, რომ სალომეს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ამდიდრებს და ზედმეტად აძლევს მას მამობრივ სიყვარულს. ყველანაირად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, გვერდით მიდგას როგორც მამა და როგორც მეგობარი.

სალომე მდივანი დიდი მუცლით და შეცვლილი იმიჯით