როგორ მოხვდა ზურა მჭედლიძე სერიალში ,,ახალგაზრდა პაპი” – ,,ჯუდ ლოუს საოცარი იუმორი აქვს, ჯონ მალკოვიჩი დინჯია”

როგორ მოხვდა ზურა მჭედლიძე სერიალში ,,ახალგაზრდა პაპი" - ,,ჯუდ ლოუს საოცარი იუმორი აქვს, ჯონ მალკოვიჩი დინჯია"37 წლის ზურა მჭედ­ლი­ძე  იტა­ლი­ა­ში სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა ,,ლა სა­ლეს” ერთ-ერთი მწვრთნელია. ის პოპულარულ სერიალში ,,ახალგაზრდა პაპი” მონაწილეობს და ჯუდ ლოუს და ჯონ მალკოვიჩს უწევს პარტნიორობას.
ოსკაროსანი რეჟიოსორის ყურადღების ცენტრში კი ასე აღმოჩნდა:

-ვილა ფლამინიოზე ჩვეულებისამებრ ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, როდესაც ნებართვა მთხოვეს, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ, – იხსენებს ზურა, – მეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრეს, რომ პაოლო სორენტინოს ჩაუვლია, ჩემით დაინტერესებულა და მას უთხოვია, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ.

თავდაპირველად ეპიზოდური როლი მხვდა ფილმში ,,ისინი”. ამჯერად კი ,,ახალგაზრდა პაპის” მეორე სეზონში კვლავ დამიძახეს და კონტრაქტი 4 სცენაში მონაწილეობის მიღებაზე გაფორმდა.

პაპის დაცვის უფროსის როლში, სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი. სორენტინომ კი კომპლიმენტი მითხრა. გადასაღებ მოედანზე იყვნენ ასევე ჯუდ ლოუ, რომელიც გასაოცარი იუმორით გამოირჩევა. მისი ხუმრობებისგან გამოწვეული ხმაურის გამო ხშირად რეჟისორი ჩვენ დაწყნარებას ცდილობდა.

მეორე სეზონში პაპის როლს უკვე ჯონ მალკოვიჩი ირგებს, რომელიც თავის მხრივ, დინჯია. საუბარში მითხრა, რომ საქართველოთი ძალიან არის მოხიბლული. რაც შეეხება თავად პაოლოს, ის მუშაობის პროცესში სერიოზულია. მისი მზერა გაფიქრებინებს, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. მოვა და შემდეგ კომპლიმენტებს გეტყვის.

ჰორიზონტზე მომავალია

-თუ კარში დგომიდან შეიძლება კინოში ითამაშო, მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ ეტაპზე მოყვარულთა სერია A-ში ვმონაწილეობ და საკმაოდ წარმატებითაც. უეფას სამწვრთნელო ლიცენზიის კიდევ ერთი საფეხურის მოპოვებას ვგეგმავ, რომ უკვე დიდ კლუბებთან მუშაობაც ვცადო. შესაბამისად, გზა, რომელიც უნდა გავიარო, ხანგრძლივია და შრომატევადი.

სურვილი მაქვს, რომ სერია A-ს მწვრთნელი გავხდე. ფანტასტიკად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა ჩემთვის შეუძლებელი არაფერია…

შარშან “რომას” ბავშვთა სკოლაში გადასვლაზე იყო საუბარი, თუმცა აქ პირველ მწვრთნელად ყოფნა ვამჯობინე. წელს კვლავ განახლდა საუბრები და ამჯერად “ლაციოც” განიხილება. ვნახოთ, სად გადამისვრის ბედი…

სალომე ხარატიშვილი, სპორტალ.ჯი