ქობულეთის კლინიკაში კანალიზაციაში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

ქობულეთის კლინიკაში კანალიზაციაში გაჭედილი ემბრიონი იპოვესქალი საავადმყოფოში პომიდვრის ინტოქსიკაციის ჩივილით მივიდა, ცოტა ხანში ტუალეტში შესვლა ითხოვა, გამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფო ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს. „კურიერის“ ინფორმაციით, ქალის წასვლიდან ცოტა ხანში საავადმყოფოში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. მილის გაწმენდისას კი მკვდარი ემბრიონი იპოვეს.

ექიმები ეჭვობენ, რომ ქალს ნაყოფის მოსაშორებელი აბები ჰქონდა დალეული და ეს ინფორმაცია საავადმყოფოში დამალა.

დღეს ქობულეთის საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს.