“ნინის და ემრეს სცენები დარჩა გადასაღები” – ერეკლე ბადურაშვილის ფილმს გიორგი თავართქილაძე დაასრულებს

"ნინის და ემრეს სცენები დარჩა გადასაღები" - ერეკლე ბადურაშვილის ფილმს გიორგი თავართქილაძე დაასრულებს“ფილ­მის გაგ­რძე­ლე­ბა ძა­ლი­ან კარგ რე­ჟი­სორს, გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძეს მი­ვან­დეთ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი დღი­დან ჩარ­თუ­ლი იყო ფილმწარ­მო­ე­ბა­ში, იმი­ტომ, რომ მისი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლავთ”, – გვე­უბ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე.

სა­უ­ბა­რია რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ფილმზე “ხიდი”, კოპ­რო­დუქტზე, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი თურქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად იღებ­და და რო­მე­ლიც მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო შე­წყდა.

„მი­მაჩ­ნია, რომ გი­ორ­გი­ზე უკე­თე­სად და ღირ­სე­უ­ლად ფილ­მს ვე­რა­ვინ გა­აგ­რძე­ლებს. ამი­ტომ, ვთხო­ვე და ყო­ველ­გვა­რი ჰო­ნო­რა­რის გა­რე­შე და­მე­თან­ხმა. თვლის, რომ ფილ­მი უნდა და­ას­რუ­ლოს. თვი­თო­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რია, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი – „ცუდი ხალ­ხი“ ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­დის, – პრი­ზე­ბიც აიღო. ახლა ჰონგ-კონ­გის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იყო. გი­ორ­გი იქი­დან 2 დღის წინ დაბ­რუნ­და და სწო­რედ დღეს ვიკ­რი­ბე­ბით, რომ გა­ვი­ა­როთ ერეკ­ლეს ფილ­მის სცე­ნა­რი და ყვე­ლა­ფე­რი დავ­გეგ­მოთ.

ერეკ­ლეს კა­ბი­ნე­ტი ჯერ არც გაგ­ვი­ღია, მის გახ­სნას და იქ შეს­ვლას დღეს ვა­პი­რებთ, რომ სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ, რო­მლებიც მის ოთახ­ში აწყვია”, – გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა.

გა­და­ღე­ბა, რო­მე­ლიც ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილს თურქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად 5-დან-12 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, რაც გა­და­ი­დო, ანუ თურ­ქე­თი­დან ჯგუ­ფი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­ვა. „ერეკ­ლეს პა­ნაშ­ვი­დებ­სა და გას­ვე­ნე­ბა­ში იყო თურ­ქი კოპ­რო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ფილ­მის შემ­დგომ ბედ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მოკ­ლედ, მალე გა­და­წყდე­ბა, დე­ტა­ლე­ბი. მგო­ნია, რომ მა­ი­სამ­დე გა­და­ღე­ბას ვერ შევ­ძლებთ. მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი პირ­ვე­ლი დღი­დან ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ექ­ტში, მას შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა, რად­გა­ნაც აქამ­დე პრო­ექ­ტში რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი, ისე იყო ჩარ­თუ­ლი

ფილ­მის საათ-ნა­ხე­ვა­რი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. ის ეს­თე­ტი­კა, რაც ერეკ­ლეს ჰქონ­და, სუ­რათ­ში უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, და ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს კარ­გად უნდა გა­დავ­ხე­დოთ. „ხიდი“ ღირ­სე­უ­ლად უნდა და­ვას­რუ­ლოთ – ამას ნამ­დვი­ლად გპირ­დე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა მისი პრე­მი­ე­რა”.

გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძე:

– ერეკ­ლეს თით­ქმის ბო­ლო­ში ჰქონ­და უკვე მიყ­ვა­ნი­ლი ამ ბოლო გა­და­ღე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, იმ­დე­ნად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, რომ დარ­ჩა მხო­ლოდ ის, რომ დავთქვათ, დრო, რო­დის და­ი­გეგ­მოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბი, ვინ იქ­ნე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი და რა ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს. ისი­ნი იმ მი­თი­თე­ბე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ, რაც ერეკ­ლეს ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი. ხომ ვამ­ბობ, დიდი აღა­რა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი, – ყვე­ლას ისე­თი გან­ცდა გვაქვს, რომ ერეკ­ლეც იქ იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ა­თი რომ და­ი­ქო­ქე­ბა და მი­დის, ზუს­ტად ასეა.

– ამ გა­და­ღე­ბებ­ში ვინ და­კავ­დე­ბი­ან – თურ­ქი თუ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი?

– ერთი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბა – მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ემრე კი­ზი­ლირ­მა­კი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი – ქარ­თვე­ლე­ბი.

– ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ მისი სცე­ნე­ბი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია?

– რა თქმა უნდა, ნინი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას – ნი­ნის და ემ­რეს სცე­ნე­ბი დარ­ჩა და კი­დევ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის.

– ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ცუ­დად გახ­და – სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ახლა რო­გორ გრძნობს თავს?

– ნორ­მა­ლუ­რად არის და მისი ერ­თა­დერ­თი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი ეს ფილ­მი და მისი დამ­თავ­რე­ბაა, რომ ერეკ­ლეს ჩა­ნა­ფიქ­რი სა­ბო­ლო­ოდ რე­ა­ლიზ­დეს. ისე­თი გან­ცდა აქვს, რომ ამ ნა­მუ­შევ­რით და ამ ფილ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა და ჩვენ­თვი­საც ეს არის მთა­ვა­რი.

ამბები, ლალი ფაცია