თბილისში, აბანოთუბანთან, მტკვარში სავარაუდოდ მამაკაცი გადახტა.
სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.
სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა. ამ ეტაპზე უწყებაში ჯერ ვერ ადასტურებენ, გადახტა თუ არა მამაკაცი მტკვარში.
სამწუხარო ფაქტი მოხდა ქუთაისშიც. ჯაჭვის ხიდიდან მდინარე რიონშიც სუიციდის მიზნით მამაკაცი გადახტა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის ვერ გადაარჩინეს.
-როგორც კი გადახტა, ეგრევე გარდაიცვალა. მალევე მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ გადაარჩინეს, – ამბობენ თვითმხილველები.
გარდაცვლილი მამაკაცი სამხარეულის სახელობის პროზექტურაში გადაასვენეს. დაწყებულია გამოძიება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი, ირაკლი ვაჩიბერაძე, პრაიმტაიმი

