მეხანძრე, რომელმაც ქრისტეს გვირგვინი გადაარჩინა – ,,მას არაფრის შეეშინდა”

მეხანძრე, რომელმაც ქრისტეს გვირგვინი გადაარჩინა - ,,მას არაფრის შეეშინდა"საფრანგეთში პარიზის სახანძრო ბრიგადის კაპელან ჟან-მარკ ფურნიეს ნამდვილ გმირად მოიხსენიებენ. სწორედ მან შეძლო ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ქრისტიანული რელიკვიების, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის გამოტანა.

როგორც პარიზის მე-15 ოლქის მერმა ფილიპ გუჟონმა განაცხადა, ფურნიემ მეხანძრეებთან ერთად შენობაში შესვლა მოითხოვა და რელიკვიები გადაარჩინა.

„მას არაფრის შეეშინდა. პირდაპირ რელიკვიებთან მივიდა და დარწმუნდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდა”, – განაცხადა სახანძრო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Daily Mail-თან საუბარში.

ჟან-მარკ ფურნიემ სიმამაცე 2015 წელს საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე” ტერორისტული შეტევის დროსაც გამოიჩინა, როდესაც ის დაჭრილებს ეხმარებოდა. წარსულში ის გერმანიაში მუშაობდა, შემდეგ კი პარიზის სახანძრო ბრიგადას შეუერთდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ავღანეთშიც მსახურობდა.

ალია.ჯი