,,მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და აფეთქდა, აივნიდან გადავარდა და მანქანას დაეცა” – რას ყვებიან დიღმის მცხოვრებნი

,,მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და აფეთქდა, აივნიდან გადავარდა და მანქანას დაეცა” - რას ყვებიან დიღმის მცხოვრებნიდიღ­მის მა­სივ­ში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში აფრთქება მოხდა. მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის დროს იქ არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

-წინა კორ­პუს­ში ვცხოვ­რობთ. სა­ზა­რე­ლი ხმა გა­ის­მა, და­იმ­სხვრა შუ­შე­ბი. ჩვე­ნი ბინა არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მე­ზობ­ლე­ბის შუ­შე­ბი და­იმ­სხვრა. გა­მო­ვე­დი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და ,,ყა­ზტრანსგა­ზის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკვე ად­გილ­ზე იყ­ვნენ. შემ­დეგ მო­ვი­და სას­წრა­ფო და სა­ხან­ძრო.

რო­გორც ადი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­სა­მე სარ­თულ­ზე გუ­შინ გა­უ­ქი­რა­ვე­ბია იქ მ­ცხოვ­რე­ბს ბინა და იქ უკვე შე­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­მო­სუ­ლა ადა­მი­ა­ნი, მო­უ­კი­დე­ბია სი­გარ­ტის­თვის და აფეთ­ქდა. თვი­თონ გად­მო­ვარ­და და და­ე­ცა მან­ქა­ნას. ალ­ბათ ამის შე­დე­გად გა­დარ­ჩა, – გა­ნა­ცხა­და დიღ­მის მა­სივ­ში მცხოვ­რებ­მა.

ის მომ­ხდარს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას უკავ­ში­რებს, რად­გან ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე ზარი კორ­პუს­ში გა­ზის სუ­ნის შე­სა­ხებ 11:50 სა­ათ­ზე შე­ვი­და, ხოლო აფეთ­ქე­ბა 12:15 სა­ათ­ზე მოხ­და. მო­ქა­ლა­ქის გან­მარ­ტე­ბით, აფეთ­ქე­ბის დროს ,,ყა­ზტრანსგა­ზის” სამ­სა­ხუ­რი უკვე ად­გილ­ზე იყო.

-ალ­ბათ, უფრო მო­სახ­ლე­ო­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბაა, რად­გან 11:50-ზე და­რე­კი­ლი ჰქონ­დათ და აფეთ­ქე­ბა 12:15, 20 წუთი იყო რომ მოხ­და, ,,ყა­ზტრანსგა­ზის” სამ­სა­ხუ­რი უკვე ად­გილ­ზე იდგა.

აფეთ­ქე­ბი­დან სა­დღაც 2 წუთ­ში მე უკვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, წინა კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ. 114-ის მან­ქა­ნა იდგა, ჯერ არც სას­წრა­ფო იყო მო­სუ­ლი და არც სა­ხან­ძრო. ,,ყა­ზტრანსგა­ზის” თა­ნამ­შრო­მელ­საც დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. დროც ხომ უნდა ად­გილ­ზე მოს­ვლას, – აღ­ნიშ­ნა აფეთ­ქე­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს მცხოვ­რებ­მა მო­ქა­ლა­ქემ.

დიღ­მის მა­სივ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-4 სარ­თულ­ზე აფეთ­ქე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და, რა­მაც კედ­ლის ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია. შე­დე­გად, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა კომ­პა­ნია ,,ყა­ზტრანსგაზ­მა“.

,,დი­ღის მა­სივ­ში, მე-4 კვარ­ტა­ლის მე-5 კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის დაგ­რო­ვე­ბის და მომ­ხდა­რი აა­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა გახ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­ი­წყო, რა­საც მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვა.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული. ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით:

-სხე­უ­ლის 35 პრო­ცენ­ტი აქვს დამ­წვა­რი. აღე­ნიშ­ნე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბის მე­ო­რე-მე­სა­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. დამ­წვა­რი აქვს სახე, გულ-მკერ­დი, ზემო და ქვე­მო კი­დუ­რე­ბი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ სე­რი­ზულ დი­აგ­ნოზ­თან გვაქვს საქ­მე. ის მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. საქ­მე გვაქვს დამ­წვრო­ბით შოკ­თან. შო­კი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­სა­ხე­ბა მისი მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბი.

ამბები.ჯი