ფოთში, 4 დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის გოჩა დაუთაშვილი გარდაიცვალა.
ის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ნაბადის უბანში, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
„ბზობის საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, გოჩა მისი სახლის წინ იდგა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ბევრი მანევრის შემდეგ ელექტრო ბოძს დაეტაკა. გოჩას ბოძის ნამსხვრევები მოხვდა თავში და გონება დაკარგა. 4 დღე იწვა უგონო მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული ქ. ქუთაისის საავადმყოფოში. დღეს კი გულმა შეწყვიტა მუშაობა და გარდაიცვალა“, – განაცხადა დაღუპულის მეზობელმა.

