,,ჩემი ყველაზე დიდი სტიმული ოჯახია” – ულამაზესმა მატილდა გვარლიანმა მსოფლიო მოხიბლა

,,ჩემი ყველაზე დიდი სტიმული ოჯახია" - ულამაზესმა მატილდა გვარლიანმა მსოფლიო მოხიბლა15 წლის მოდელი მატილდა გვარლიანი დასამახსოვრებელი სილამაზითა და განსხვავებული ვიზუალით მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ის „ბომონდის“ კითხვებს პასუხობს.

პირველი შეგრძნებები პოდიუმზე…

– ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. ძალიან ვღელავდი, მაგრამ პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე…

– ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩემს ცხოვრებაში ჩემი დის დაბადების დღე იყო, რომელიც ულევი ბედნიერებითა და ენერგიით მავსებს.

მენატრება…

– ზაფხული, ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო და ყოველთვის მენატრება, მიყვარს მზე, ზღვა და სითბო.

მეშინია…

– ოპიდიოფობია მაქვს, რაც გველების შიშს ნიშნავს.

თვისება, რომელიც მომწონს ჩემში…

– რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემში, არის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, რაც უდაოდ დამეხმარება მომავალში საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში.

საოცნებო კონტრაქტი…

– მინდა Victoria’s Secret-ის შოუში და Next Models Worldwide-ში მოხვედრა, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ და თავს არ დავზოგავ.

მაბრაზებს…

– რაც ყველაზე მეტ სიბრაზეს იწვევს ჩემში, ეს არის ცხოველებზე მოძალადე ადამიანები.

წარმატებისთვის აუცილებელია…

– უმთავრესია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

საყვარელი წიგნი…

– ყველა წიგნი რაღაცას მაძლევს, არ გამოვარჩევ ხოლმე და შესაბამისად გამორჩეულად საყვარელი წიგნიც არ მაქვს, ყველა თავის მხრივ საინტერესო და მრავლისმომცველია.

სტიმულს მაძლევს…

– ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის ჩემი ოჯახი და სამეგობროა, რომელიც სულ მუდამ გვერდში მიდგას და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ ნებისმიერ წამოწყებაში.

ბომონდი

,,ჩემი ყველაზე დიდი სტიმული ოჯახია" - ულამაზესმა მატილდა გვარლიანმა მსოფლიო მოხიბლა