სანდრო მიკუჩაძე გაქურდეს

სანდრო მიკუჩაძე გაქურდესმსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე გაქურდეს (მსახიობ ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი). როგორც ,,ნიუპოსტს” უყვებიან, უცნობმა პირებმა კოჯორში, აგარაკიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს. კრიმინალური ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შსს და მიმდინარეობს გამოძიება.

„ნიუპოსტი“ სანდრო მიკუჩაძის მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

-წაღებულია ჭიშკარი, სახლის კარი, ჟალუზები და სხვა… გამოიკითხა სანდროს ბებია, როგორც ვიცით, მიმდინარეობს გამოძიება,  – განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით.

ნიუპოსტი