სახელმწიფომ სოციალურად დაუცველს 10 ლარის გამო უჩივლა

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველს 10 ლარის გამო უჩივლაშიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრს, სოციალურად დაუცველ მ.კ. – ს ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის უკან დაბრუნების გამო სასამართლოში უჩივლა.
მ.კ. სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ყოველთვე იღებდა დახმარებას 10 ლარის ოდენობით.

​სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივრის მიხედვით, მ.კ.-ს ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი, რასაც მოჰყვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცენტრში აღნიშნეს, რომ მ.კ.-ის ოჯახმა ამის შესახებ უწყებას არ აცნობა.

იმ დროისთვის კი, როდესაც მ.კ. -ს ოჯახის წევრებს შემოსავალი დაუფიქსირდათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის 10 ლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდა. შესაბამისად, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი და მ.კ.-ს დააკისრა 10 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რადიომოზაიკა