ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევას 32 წლის გოგო ემსხვერპლა. იგი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 32 წლის ლიკა კბილაშვილია, იგი აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა ფანჯარას წმენდდა.
მეგობრები ლიკას მხიარული ადამიანად ახასიათებენ. მომხდარის შემდეგ ისინი ფეისბუქში გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ:
,,ლიკუუ, კიდევ არ მჯერა. ყოველთვის ისეთი თბილი და გამორჩეული მემახსოვრები, როგორიც იყავი”;
,,არ ვიცი, რა ვთქვა… გული ჩამწყდა… არ მინდა, წარმოვიდგინო, რომ ვეღარ გნახავ… ყოველთვის გამორჩეული იყავი და ასე დარჩები ჩემთვის მუდამ! შენ ყოველთვის დარჩები ჩემს მეხსიერებაში, როგორც ცოცხალი”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამბები.ჯი

