მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც შვილის, ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მოათავსეს, გონს მოვიდა. ამის შესახებ ამბები.ჯი-ს მსახიობის ახლობლებმა განუცხადეს.
,,შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, აქვს ორივე ფილტვის ანთება და შესაბამისად, ჰაერის უკმარისობა. გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალით, ცხოველი ვყოფილვარო”, – განუცხადეს ამბები.ჯი-ს მსახიობის ახლობლებმა.
ამბები.ჯი

