დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვაწლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი 4 თვის წინ მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა. ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა.  ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს.

-ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ, დაიბადა ბავშვი, რომელიც არის წლის და 8 თვის. ახლა იმყოფება იაშვილის კლინიკაში. 4 თვეა კლინიკაში დატოვა მშობელმა. მას აქვს დაუნის სინდრომი, არ გამოუჩნდა პატრონი და სოციალური სამსახური ვერ მუშაობს ჯეროვნად, – განაცხადა ლია ტაბატაძემ.

პრაიმტაიმი