სამხრეთ აფრიკელ პასტორს, რომელიც თვითაღიარებული წინასწარმეტყველია, დამკრძალავი ბიუროები სასამართლოში უჩივიან.
პასტორი ალფ ლუკაო ირწმუნება, რომ მას მკვდრების გაცოცხლება შეუძლია და ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე ცერემონიაც ჩაატარა. პასტორის ტყუილების საფუძვეზლე, დამკრძალავმა ბიუროებმა სწორედ ამ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
„მკვდრების გაცოცხლების“ ცერემონია ეკლესიის წინ გაიმართა. პასტორმა კუბოში მწოლიარე „მკვდარს“ მოუწოდა ამდგარიყო და ისიც ადგა.
ცხადია, პასტორი ზებუნებრივ ძალებს არ ფლობს და მკვდრების გაცოცხლების ცერემონიაც მის მიერ დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა, რომლითაც არაერთი ადგილობრივი მოატყუა.
თვითაღიარებული წინასწარმეტყველის თაღლითურ სქემას 3 დამკრძალავი ბიურო წამოეგო. ისინი პასტორს თაღლითობასა და რეპუტაციის შელახვაში ედავებიან.
პრაიმტაიმი
While Pastor Alph Lukau is busy talking, I encourage to concentrate on the mouth of the guy in the coffin then you will decide if he was dead or not.
Maybe this guy can bring back the like of Nelson Mandela, Hector Peterson, Hugh Masekela, Steve Biko, OR Tambo and others. pic.twitter.com/lFoNsM0grO
— Chief Erican (@EricanSA) February 25, 2019
პრაიმტაიმი

