რუსი კომენტატორი: ,,დავით ყიფიანთან შედარებით ისინი მეგარმონეები იყვნენ”

რუსი კომენტატორი: ,,დავით ყიფიანთან შედარებით ისინი მეგარმონეები იყვნენ"ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვასილი უტკინმა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი შეაქო და ის სხვა ლეგენდებს ამჯობინა.

-მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ, – განაცხადა ვასილ უტკინმა.

მადრიდისტები.კომ