ფილტვის კიბოს დიაგნოზით 9 თვის ნაცვლად 37 წელი იცოცხლა – ასწლოვანი ბერძენის საოცარი ისტორია

ფილტვის კიბოს დიაგნოზით 9 თვის ნაცვლად 37 წელი იცოცხლა – ასწლოვანი ბერძენის საოცარი ისტორია2013 წელს ბრიტანული „ბიბისი“ ბერძნების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოთი დაინტერესდა. ბრიტანული მაუწყებლის რეპორტაჟში მოხვდა საბერძნეთის იკარიის ოლქის მცხოვრები სტამატის მორაიტისი, რომელსაც დიდი ხნის წინათ ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რო, მაქსიმუმი ცხრა თვე იცოცხლებდა.
‘სტამატის მორაიტისი 1910 წელს დაიბადა იკარიაში. ახალგაზრდა ასაკში იგი ემიგრანტად წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1976 წელს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გადაწყვიტა, სიცოცხლის ბოლო თვეები საკუთარ სამშობლოში გაეტარებინა და იკარიაში დაბრუნდა.

მორაიტისმა წამლების მიღებაზე უარი თქვა და ღვინის სმა დაიწყო, დროთა განმავლობაში თავი უკეთ იგრძნო და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა კიდეც. იგი მხოლოდ ბუნებრივ საკვებს იღებდა და თავისი ხელით დამზადებულ ნატურალურ ღვინოს სვამდა. ამავე დროს, ნორმაც იცოდა – დღეში სულ ორ-სამ ჭიქას მიირთმევდა. ამას გარდა, მორაიტისი არასდროს იყენებდა საკვებად კარაქს და ყველა სახის კერძში ზეითუნის ზეთს ხმარობდა. წლების შემდეგ მას კვლავ მოუწია აშშ-ში წასვლა, სადაც თავისი ექიმები მოიკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ იყო.

სტამატის მორაიტისი ზუსტად ექვსი წლის წინ, 2013 წლის თებერვალში გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. როგორც თავადაც დარწმუნდებით, ასწლოვანი მოხუცი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა ჯანმრთელობას და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა.

გიორგი ჯანელიძე, ნოსტალ.ჯი