ოსკარის გამარჯვებული პიტერ ფარელის ,,მწვანე წიგნი” გახდა

ოსკარის გამარჯვებული პიტერ ფარელის ,,მწვანე წიგნი" გახდაოსკარების 91-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის ფავორიტი პიტერ ფარელის ფილმი ,,მწვანე წიგნი” გახდა. ოსკარი მას საუკეთესო ფილმისთვის, ასევე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ერგო.

ოსკარის გამარჯვებული პიტერ ფარელის ,,მწვანე წიგნი" გახდასაუკეთესო მსახიობი მამაკაცი ტიტულის მფლობელი რემი მალეკი გახდა ,,ბოჰემურ რაფსოდიაში” შესრულებული როლისთვის. საუკეთესო მსახიობ ქალად კი კინოაკადემიამ ოლივია კოულმანი დაასახელა, ფილმისთვის ,,ფავორიტი”.

2019 წლის საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონია. მის ფილმს ,,რომა” პრესტიჟული ჯილდო ასევე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გადაეცა.

წლის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლის შემსრულებლები რეჯინა კინგი და მაჰერ-შალა ალი არიან.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვი სოსკარის ქანდაკება ლედი გაგამ დაიმსახურა. თავისი პირველი ოსკარის მიღებისას პოპვარსკვლავმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.

დოლბის თეატრში ცერემონია ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ოსკარის ისტორიაში კი მეორედ, წამყვანის გარეშე წარიმართა.

რუსთავი 2