თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა – სატანისტური რიტუალის თუ ფსიქოპათის მსხვერპლი

თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა - სატანისტური რიტუალის თუ ფსიქოპათის მსხვერპლიგიორგი მამრაძემ თავი მოაჭრა მასთან სტუმრად მისულ ძველ მეგობარს, ბადრი თავართქილაძეს. მოჭრილი თავი აბაზანაში შეიტანა, საგულდაგულოდ გარეცხა და იქვე დატოვა. ამის შემდეგ ქუჩაში გავიდა, შამპანური იყიდა, ბოთლი იქვე გამოცალა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრაბახს მოჰყვა, ასე კარგად დანა არასოდეს მიხმარიაო…

პოლიციამ ნაწამები ცხედარი კარის ზღურბლთან იპოვა. დანაშაულმა მრავლისმნახველი სამართალდამცველებიც კი შეაძრწუნა.

იმ საბედისწერო საღამოს გიორგი მშვიდად გავიდა სახლიდან (ის თბილისში, ე.წ. ნახალოვკის უბანში ცხოვრობდა). ნივთმტკიცებები არ დაუმალავს, მხოლოდ ტანსაცმელი გაიწმინდა. აუჩქარებლად ჩავიდა დადიანის ქუჩამდე. კიკვიძის ბაღთან გაჩერდა, შესასვლელთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა და რამდენიმე საათი გარინდული გაჰყურებდა სივრცეს.

რა მოხდა 2005 წლის 9 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში?

ოჯახების ვერსიები

,,სავსემთვარეობას გიორგის აგრესია ემატებოდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა მაშინაც კი, როცა ოთახში სრულიად მარტო იყო. ეზოში გადიოდა, მთვარეს უყურებდა და ჩხუბობდა ვიღაც უჩინართან. ამ პერიოდში ნერვული შეტევა პიკს აღწევდა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მკვლელობაც ალბათ მასში ჩასახლებულმა ბოროტმა ძალამ ჩაადენინა”, – ეს არის ამონარიდი მსჯავრდებული გიორგი მამრაძის დედის, ნორა კაციტაძის, ჩვენებიდან.

მოკლულის ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ მამრაძის ფსიქიკური აშლილობის. მათ შემზარავი დანაშაულის საკუთარი ვერსია ჰქონდათ.

,,მამრაძე სატანისტური დაჯგუფების წევრია. თავის მოკვეთა სწორედ ამ რიტუალის ნაწილი იყო”, – აცხადებდა მოკლულის და, ვალიდა თავართქილაძე.

როგორ დაიწყო ეს შემზარავი ისტორია, ვინ იყო სინამდვილეში გიორგი მამრაძე და რას შეეწირა უდანაშაულო ბადრი თავართქილაძე, რომელმაც სიცოცხლეშივე მთელი თავისი ქონება საჩუქრად მამათა მონასტერს გადასცა, თვითონ კი ბერად აღკვეცას აპირებდა?

პრეისტორია

გიორგი მამრაძეს მშობლების სითბო და მზრუნველობა არ მოჰკლებია – ასე ამბობენ მისი ნაცნობები, თუმცა გარდატეხის ასაკში დედ-მამას მოზარდის გაკონტროლება გაუჭირდა. ბიჭმა სწავლა მიატოვა, დიდ დროს ქუჩაში ატარებდა, საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის მქონე ადამიანებს დაუკავშირდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

მამამ მის ჯიბეში ნაქურდალი ნივთი როცა პირველად იპოვა, მოზარდი მიხვდა, რომ კუთხეში მოიმწყვდიეს. არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა მშობლისთვის, თუ საიდან ჰქონდა ოქროს ყელსაბამი და სამაჯური. გაწითლდა, დაიბნა, სათქმელს თავი ვერ მოუყარა. ბოლოს ქუჩაში გაქცევით უშველა თავს…

ამ დღის შემდეგ დიდხანს ერიდებოდა მამასთან პირისპირ შეხვედრას. დედა ცდილობდა, შვილი დაერწმუნებინა, რომ სწორი გზა არ აირჩია, მაგრამ 18 წლის გიორგი უკვე იმ სამყაროს ეკუთვნოდა, რომელმაც ახალგაზრდა კაცი სრულ განადგურებამდე მიიყვანა.

ერთ დღეს გიორგიმ დედას გამოუცხადა, რომ თავისი ბავშვობის მეგობარ მამუკასთან ერთად რუსეთში სამსახურის საძებნელად მიდიოდა.

ორმა ქართველმა ახალგაზრდამ რამდენიმე თვე მოსკოვში გაატარა. სამსახურის მოძებნა არ უცდიათ, მარტივი გზით ნაშოვნი ფული აინტერესებდათ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მალევე შენიშნეს მათი საეჭვო ქმედებები და გიორგი მეგობართან ერთად იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.

არჩევანი ბელორუსიაზე შეაჩერეს. ქართველებმა ბინა მინსკში დაიდეს. ეს ქალაქი გიორგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მან და მამუკამ მინსკში შემთხვევით გაიცნეს საქართველოდან ჩასული ბადრი თავართქილაძე. მათ საერთო ინტერესები არ ჰქონიათ, მაგრამ როგორც თანამემამულეები უცხო მიწაზე, მალევე დამეგობრდნენ და თავისუფალ დროს ხშირად იკრიბებოდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ. ერთ დღეს კი, როცა ბადრიმ მათ ნაქირავებ ბინაში მიაკითხა, სამწუხარო ამბავი გაიგო.

ამონაწერი საქმის მასალებიდან:

,,ბრალდებული გიორგი მამრაძე მალულად შეიპარა 58 წლის ალიევას საცხოვრებელ ბინაში. მან იცოდა, რომ დიასახლისი სახლში არ დახვდებოდა. დაიწყო ფულისა და ოქროულის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. როცა საძინებელ ოთახში შევიდა, მაშინღა აღმოაჩინა, რომ მარტო არ იყო. უკან გამოქცევა არ უცდია. დიასახლისს თმაში ჩააფრინდა, ყელზე დანა მიადო და მუქარით აიძულა, ეთქვა, სად მალავდა ძვირფასეულობას”.

გიორგი მამრაძე დაზარალებულმა მეორე დღესვე ამოიცნო და ქართველი მძარცველი ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ადგილობრივმა სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისი მეგობარი მამუკა კი, რომელიც ყაჩაღობის მომენტში ,,ატანდაზე” იდგა, სამართალდამცველების ყურადღების მიღმა დარჩა. ახალგაზრდა მამაკაცმა ამ სიტუაციით ისარგებლა და თბილისში გამოიქცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…

გიორგიმ სასჯელი მოიხადა და ციხიდან გამოვიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.

ამონაწერი ნორა კაციტაძის ჩვენებიდან:

,,გიორგიმ ციხეში თავის ტრავმა მიიღო. არ უმკურნალეს. როცა ჩამოვიდა, ვერ ვცნობდი. უმიზეზოდ ჩხუბობდა, ისე მექცეოდა, თითქოს დედა კი არა, უცხო ქალი ვიყავი. თავის დასაც არ ინდობდა. გარკვეული დღეების შემდეგ მშვიდდებოდა. ასეთ დროს ძირითადად იწვა და ჭერს უყურებდა. სიმშვიდეს ისევ აგრესია მოჰყვებოდა, ხელებს იქნევდა, ყვიროდა: ,,ახლა არ მცალია”, ,,თავი დამანებეთ”, ,,მეტკინა…”.

თავიდან მეგონა, ხუმრობდა. ვკითხე, ვის ელაპარაკები-მეთქი და ვანოსო, მიპასუხა. ვანო ჩემი გარდაცვლი ძმა იყო. ერთხელ ფეხზე წამოხტა, როგორ არ გესმის, ვანო გელაპარაკებაო. სისხლი გამეყინა. ოთახში ჩვენ მეტი არავინ იყო”.

მსჯავრდებულის დედის თქმით, მან დახმარებისთვის ფსიქიატრს მიმართა და დანიშნულებაც მიიღო. მკურნალობის პერიოდში გიორგის ან ეძინა, ან ,,უჩინარ ადამიანებს” ესაუბრებოდა.

,,ის”

ერთ დღეს გიორგის დიდი ხნის უნახავი მეგობარი ესტუმრა. ბოლო დროს მნახველებით არ იყო განებივრებული და გაუხარდა მინსკში გაცნობილი ბადრი თავართქილაძის გამოჩენა.

ძველმა მეგობრებმა დიდხანს ისაუბრეს. სწორედ იმ საღამოს გაუმხილა ბადრიმ გიორგის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა. ის ბერად აპირებდა შედგომას. გიორგიმ დაეჭვებით შეხედა და თავი გააქნია.

– ,,ის” მეუბნება, რომ ვერ შეძლებ.

– ვინ ,,ის”? – გაოცებით ჰკითხა სტუმარმა.

ქალბატონი ნორა როგორც იხსენებდა, ბადრი მიხვდა, რომ გიორგის სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ძველი მეგობრის დახმარება გადაწყვიტა. მას შემდეგ ბადრი გიორგის ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

ბოროტთან ჭიდილი

,,გიორგის დედა, ქალბატონი ნორა, ხშირად ურეკავდა ჩემს ძმას და სთხოვდა, მათთან მისულიყო – გიორგი აგრესიულია და დააწყნარეო. ბადრიც უარს არასოდეს ეუბნებოდა. ის ბავშვობიდან მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო. ისეთი მორიდებული, სახლშიც კი ფეხაკრებით დადიოდა, რომ არავინ შეეწუხებინა.

მინსკში გაცნობილი ეგ ჯალათი წლების შემდეგ თბილისში რომ ნახა, ბადრი დროის უმეტეს ნაწილს უკვე ეკლესიაში ატარებდა. უმძიმეს მარხვებს წყლითა და პურით ინახავდა. გიორგი ერთხელ ჩვენთანაც მოიყვანა სტუმრად. ცოტა დალია თუ არა, უშვერი სიტყვებით ყვიროდა და აგრესიულად იქცეოდა. ბადრი გვერდით გავიყვანე და ვუთხარი, მიკვირს, ასეთ ადამიანთან რა საერთო გაქვს-მეთქი. მან მშვიდად მიპასუხა, თუნდაც ერთი ადამიანის სწორ გზაზე შემობრუნება ყველა ქრისტიანის უდიდესი საქმეაო”, – იხსენებს წამებით მოკლული თავართქილაძის და, ქალბატონი ვალიდა.

ბადრის მთავარი მიზანი იყო, გიორგი ეკლესიამდე მიეყვანა. ეუბნებოდა, ქაშუეთში მივიდეთ, მამა სოგრატეს ვნახავთ. თუ გინდა, ნურაფერს ეტყვი იმაზე, რაც გაწუხებს, უბრალოდ ლოცვას დავესწროთო.

გიორგი დათანხმდა, მაგრამ ეკლესიის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, ხელიდან დაუსხლტა ბადრის, რომელსაც ხელკავი ჰქონდა მისთვის გაყრილი და უკანმოუხედავად გაიქცა.

ბადრიმ მეორე დღეს კვლავ სცადა მეგობრის მიყვანა ეკლესიამდე. გიორგი ისევ დათანხმდა, მაგრამ საკმევლის სუნმა უკან გამოაქციაო, იხსენებდა მოგვიანებით მსჯავრდებულის დედა.

ქალბატონი ნორა როგორც ამბობდა, მას შემდეგაც ბადრი ცდილობდა, გიორგის დახმარებოდა. ურჩევდა, ეკლესიისთვის მიემართა და ლოცვებზე ევლო, რაც მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხშირად ხდებოდა.

რას განიცდიდა რეალურად გიორგი მამრაძე, რა ხდებოდა მის გონებაში, დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა ფაქტია, ეს ორი ადამიანი ბედისწერის უჩინარი ხაზით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და ელვის სისწრაფით მიექანებოდა აღსასრულისკენ.

2005 წლის 9 მაისი

თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა - სატანისტური რიტუალის თუ ფსიქოპათის მსხვერპლიიმ დღეს ბადრი გიორგისთან სტუმრად მივიდა. დიასახლისი მეზობელთან გადავიდა საქმეზე, გაზქურაზე კარტოფილი დადგა შესაწვავად. როცა უკან დაბრუნდა, სადილი დამწვარი იყო, გაზი კი ისევ ბრიალებდა.

– გიორგი! – დაიძახა დიასახლისმა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. ოთახში აღარც გიორგი ჩანდა და არც მისი სტუმარი.

ქალი აბაზანისკენ წავიდა, თუმცა გზის გაგრძელება ვერ მოახერხა, ზღურბლთან უთაო ცხედარი ეგდო, აბაზანიდან კი მოჭრილი თავი ჩანდა ღიად დარჩენილი თვალებით, რომლებსაც საოცარი სიმშვიდე შერჩენოდათ. ქალმა ერთი შეჰკივლა და გონდაკარგული დაეცა….

ამონაწერი ვალიდა თავართქილაძის ჩვენებიდან:

,,გიორგიმ ყველაფერი გააზრებულად გააკეთა. ნეკნები ჩაუმტვრია, გვამზე ფეხებით დადიოდა, თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა - სატანისტური რიტუალის თუ ფსიქოპათის მსხვერპლითავი მოაჭრა და ყველაფერი სისხლით მოსვარა. შემდეგ კი თავი გარეცხა, ტანსაცმელი გაისუფთავა…

მსგავსი ფაქტი მსმენია, რომ მოსკოვშიც მოხდა. იქ რამდენიმე ადამიანი სწორედ ასეთი მეთოდებით აწამეს, როცა დამნაშავეები დააპატიმრეს, გაირკვა, რომ სატანისტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მამრაძეც ასეთი ორგანიზაციის წევრია.

მოგვიანებით ეს ეჭვი ერთმა გარემოებამ განამტკიცა. გიორგი ხატავდა და თავის ნახატებს ბადრის ჩუქნიდა. მისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ ეს ნახატები გულისყურით დავათვალიერეთ და, იცით, რა აღმოვაჩინეთ? ერთ-ერთ ასეთ ნახატზე მოჭრილი თავია გამოსახული ცრემლით. მეორეზე კი რიცხვი ,,9″ კითხვის ნიშნით. ჯალათმა ბადრის თავი 9 მაისს მოკვეთა”.

შემზარავი დანაშაულიდან რამდენიმე საათის შემდეგ გიორგი მამრაძე კიკვიძის ბაღში დააპატიმრეს. მან დაკავებისთანავე ბრალი აღიარა. ,,ბადრიმ თავი მომაბეზრა და მოვკალი”, – ეს იყო მისი ერთადერთი პასუხი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გიორგი მამრაძის ახლობლების ვერსია მისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ არ დაადასტურა. ვერც სატანისტური ორგანიზაციის კვალი აღმოაჩინეს. გიორგი მამრაძე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბადრი თავართქილაძის ცხედარი უკანასკნელ გზაზე გაცილებამდე გრემის ეკლესიაში დაასვენეს. ბადრის მოძღვარი მის ჭირისუფლებს ამ სიტყვებით ანუგეშებდა: ,,მის სახელს წმინდანთა შორის მოიხსენიებენ, რადგან ქრისტეს რჯულის ქადაგებისას მოკლეს”.

ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი ,,სარკე”