,,ისე გამოგვყარეს სახლიდან, ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს” – უკრაინაში დაღუპული მეომრის ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

,,ისე გამოგვყარეს სახლიდან, ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს" - უკრაინაში დაღუპული მეომრის ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩაუკრაინაში დაღუპული 32 წლის ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახი ქუჩაში, ღიას ცის ქვეშ აღმოჩნდა.

აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის, ერაყის ომისა და ბოლოს უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლის მეუღლე და შვილი რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან ოჯახმა 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლო.

დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახმა ნაქირავები სახლიდან პირადი ნივთებისა და ტანსაცმელის წამოღებაც ვერ მოახერხა. ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ერთი თირკმელი დახურული აქვს.

,,ბავშვს მარჩენლდაკარგულის 100 ლარი აქვს პენსია და დედას – 250 ლარი ხელფასი. ორი თვის ქირა დამიგროვდა გადასახდელი. საუბარია 500 ლარზე. ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს, ისე გამოგვყარეს სახლიდან…”, – ამბობს მეომრის ქვრივი.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკემბერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ავტორი – ირაკლი ვაჩიბერაძე. ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის გასაჭირზე, მის ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორ აღმოჩნდა უკრაინაში, სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.