,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა” – პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლე

,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლე,,სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა გეგას ამბავი. სშინლად მწყდება გული ამ საყვარელ ბავშვზე… ტყუპების კლასელი იყო და 6 წლიდან ვუყურებდი… სასტიკად განვიცდი…
ხვალ გაასვენებენ ამ სიკეთეს” – მაია კაჭკაჭიშვილი.
“ჩვენი გეგა… ვერ ვიჯერებ… აცხონოს უფალმა მისი სული…” – ზურაბ სულაკაური.
“ჩემმა გეგამ გული მომიკლა…” – ზაალ სულაკაური.

წერდნენ ერთი წლის წინ უნიჭიერეს პატარა მხატვარზე, 14 წლის გეგა პატურაშვილზე. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მას შაქრიანი დიაბეტი და გული აწუხებდა და თრომბით გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლეგარდაცვალების წინა დღეს – 17 თებერვალს – დაბადების დღე ჰქონდა. მცირე ასაკის მიუხედავად, გეგას უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, წინა წელს კი გერმანიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ის ზაალ სულაკაურის სამხატვრო სკოლაში დადიოდა, მიღებული ჰქონდა ჯილდოები, ასევე მონაწილეობდა ,,კომედი არხის” საბავშვო სკეტჩებში და ძალიან ბევრ სითბოს და ენერგიას ავრცელებდა გარშემო…

ახლახან გეგას პირველი პერსონალური გამოფენა გაკეთდა. კვირის პალიტრის ჟურნალისტი ნათია დოლიძე წერს:

,,გეგას მეგობარი: ,,ჩვენი ადრეული ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ხშირად ვაბრაზებდით კიდეც ერთმანეთს, როცა გეგა გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა, მერე ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო…”
მზარავს ეს სიტყვები… რამდენი სევდაა შიგნით, რამდენი დარდი… ძვირფასი დანაკარგით გამოწვეულ ტკივილთან ბრძოლა…

მთელი წელია, მინდა, გეგაზე დავწერო, ისეთ გეგაზე, როგორსაც ვიცნობდი, თუმცა სიტყვების თავმოყრა ძალიან მიჭირდა და მიჭირს ახლაც. ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ გულისგამგმირავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა…
ხშირად ამბობენ ადრეულად წასულ ადამიანებზე, რომ ისე ცხოვრობდნენ, თითქოს სადღაც ეჩქარებოდათ, ბევრი რამის მოსწრებას ცდილობდნენ… შეიძლება ასეც არის და “სიკვდილის სიახლოვე მართლაც ასხვაფერებს” ბევრ რამეს – ,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლესიცოცხლის აზრის ძებნის დაჩქარებასაც ამიტომ ცდილობენ ადამიანები.

გეგაც ჩქარობდა, ჩქარობდა და კიდეც უსწრებდა საკუთარ ასაკს, უპირველესად ფიქრით, რასაც მისი ნახატებიც მოწმობს. 10-12 წლის ასაკში დახატულ ნამუშევრებშიც, მიუხადავად ნაივური მხატვრული ხელისა, აშკარად ჩანს ეს ფიქრი და სევდა – დიდური და არა ბავშვური.

და მაინც… გულის გულში ყველა ვფიქრობთ, რა იქნებოდა არ ყოფილიყო ის საბედისწერო დღე ერთი წლის წინ…

არ ვიცი, მხატვრობა იქცეოდა თუ არა მისი ცხოვრების მთავარ თავგადასავლად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შორის ივლიდა უკეთილშობილესი ბომბორა ბიჭი, კიდევ უფრო დიდი და ბომბორა გულით”.

კვირის პალიტრა