52 წლის ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი 21 წლის მეუღლე – მოდელი ტინა კუნაკი შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცნობა პირველად სოციალურ ქსელში ტინა კუნაკიმ გაავრცელა და მომრგვალებული მუცლის ფოტო გამოაქვეყნა. ცოტა ხანში ვენსან კასელმა თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ის ორსულ ცოლს მუცელზე კოცნის.
წყვილი 4 თვის წინ დაქორწინდა. კასელისთვის ეს ბავშვი მესამე იქნება, მას უკვე ჰყავს ორი გოგონა მსახიობ მონიკა ბელუჩისთან.


