თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, ამ დროს მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
ინტერპრესნიუსი

