„ყველაზე ძალიან მიყვარდი ამ სამყაროში! ყველა მეგობარზე მეტად! სიკვდილის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი, პირველი, ვინც იქ დამხვდება, შენ იქნები“, – წერს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნში, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველშია” გახსნილი.
მეგობრები და კოლეგები ლევან ჩხაიძეს გლოვობენ, რომელიც გუშინ, ბუდაპეშტის სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს.

