,,მისი სამეფო ხმით გაივსო მეტროპოლიტენ ოპერა” – ,,ნიუ იორკ ტაიმსი” გიორგი გაგნიძეზე – ვიდეო

,,მისი სამეფო ხმით გაივსო მეტროპოლიტენ ოპერა" - ,,ნიუ იორკ ტაიმსი" გიორგი გაგნიძეზე - ვიდეო,,მისი სამეფო ხმით გაივსო მეტროპოლიტენ ოპერის დიდი პარტერი”-  წერს ,,ნიუ იორკ ტაიმსი” ქართველ ვარსკვლავზე, გიორგი გაგნიძეზე, რომელსაც მსოფლიოს ნომერ პირველ დრამატულ ბარიტონს უწოდებენ.

გიორგი გაგნიძე მალე თავის პირველ სოლო ალბომს ჩაწერს. შემოთავაზება მან მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური კომპანიიდან მიიღო. რეპერტუარი უკვე შედგენილი აქვს.

თავის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე მან ,,იმედის” გადაცემაში ისაუბრა.

გიორგი გაგნიძე მსოფლიოს წამყვან თეატრებში

გიორგი გაგნიძე სტუმრად "იმედის დღეში" » მომღერლის მე-100 სპექტაკლი "მეტროპოლიტენ ოპერას" სცენაზე და პირველი სოლო ალბომის ჩასაწერად მზადება. #იმედისდღისსტუმარი#იმედისდღე#აქიმედია

Gepostet von იმედის დღე /Imedis Dge am Montag, 21. Januar 2019