მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი გადაარჩინეს
🔷 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს. როგორც ჩანს, ძაღლმა მდინარის დამშრალ ნაპირამდე მიაღწია, ან დინებამ გამორიყა. 🐕 მაშველებმა ის რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. გადარჩენილი ჰასკი თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.🐾 ძაღლი არ არის იდენტიფიცირებული – არის ძუ, 3-4 წლის, უკეთია ყავისფერი საყელური. 📞 პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე – 577958555
Gepostet von ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency am Mittwoch, 23. Januar 2019

